ჭდეებიანი ტექსტის კონკორდანსი (2)

 

ახლა ჩვენ გვსურს კონკორდანსის შექმნა მეტყველების ნაწილისთვის. BNC სარგებლობს შემდეგი ჭდებით:        

 

<w PRP>at <w AT0>the <w AJ0>great <w NN2>houses        

 

ამგვარად, ყველა წინდებულს გააჩნია ჭდე <w PRP> უშუალოდ მის წინ. ჩვენი ამოცანაა მოვიძიოთ ყველა წინდებული BNC კორპუსის შერჩეული ტექსტიდან. BNC ტექსტური ფაილის შერჩევის შემდეგ, საძიებო სიტყვის ველში შეიტანეთ <w PRP>* (ვარსკვლავი საჭიროა, რადგან სიტყვა უშუალოდ მეტყველების ნაწილის შემდეგ დგას) და დააჭირეთ ღილაკს OK.        

 

WordSmith პროგრამა ამოწმებს არის თუ არა კუთხოვანი ფრჩხილები ტექსტის ნაწილი თუ ჭდეების გამხსნელი ან ჩამკეტი:        

 

tag_marker_confirmation        

 

აქ ჩვენი პასუხია - Yes.        

 

concordance_w_prp_results        

 

აქ ხედავთ წინდებულებს/თანდებულებს და მათ ჭდეებს (მაგრამ არა სხვა ჭდეებს).        

 

Created with Help & Manual 6 and styled with Premium Pack Version 2.41 © by EC Software