ტექსტების ფაილების შესარჩევად იმ ხელსაწყოს მენიუდან რომლითაც სარგებლობთ დაწკაპეთ File | New
გადახვალთ სარკმელზე ღილაკით, რომლითაც ტექსტ(ებ)ის შერჩევას შეძლებთ.
ღილაკზე Choose Texts დაჭერა ახალ სარკმელზე გადაგიყვანთ. ქვემოთ მოტანილია ნიმუში:

მარცხნივ ფაილების სტანდარტული ნუსხაა, მარჯვნივ - არე უკვე შერჩეული ფაილებისთვის.
დაწკაპეთ ზედა მარჯვენა ღილაკი (
) სასურველი ფაილების დასტების მოსაძიებლად. გესაჭიროებათ ტექსტური (.txt) ტიპის ფაილები.

დაწკაპეთ ღილაკი ორი პატარა ისრით ან გადაათრიეთ შერჩეული ფაილები მარცხნიდან მარჯვნივ. უნდა მიიღოთ რაღაც ამის მსგავსი:
ეკრანის ამ ზედა ანაბეჭდზე WordSmith პროგრამა აჩვენებს (სტატუსის პანელში, ზემოთ), რომ შერჩეულია 6 ტექსტური ფაილი კონკორდანსისთვის (იხილეთ Concord ზედა პანელის მეორე სტრიქონში).
დაწკაპეთ ზედა მარჯვენა მწვანე ღილაკი
ან უბრალოდ დახურეთ სარკმელი.