ამ დროისთვის მეგზურის ეკრანის ანაბეჭდების მაგალითებში ინგლისური ვერსიებია გამოყენებული და ქართულენოვანი ეკრანის ანაბეჭდებით მოგვიანებით ჩანაცვლდება.
თუ ჩამოშლად სიაში
სასურველი ენა ვერ მოიძიეთ, დაწკაპეთ Edit Languages და შეარჩიეთ სასურველი ენა:
გადაათრიეთ იგი მარჯვნივ ან დაწკაპეთ ღილაკი ცენტრში.
დაინახავთ ჩამრთველს, რომლითაც თქვენი ენა შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც "ძირითადი ენა" (ნაგულისხმები WordSmith პროგრამისთვის) ან როგორც ერთერთი შესაძლო.
ეკრანის ამ ანაბეჭდზე ძირითად ენად მითითებულია ინგლისური. აქვე მითითებულია ენისთვის დამახასიათებელი პარამეტრები, როგორებიცაა აპოსტროფის დაშვება სიტყვის შიგნით, სიტყვის დეფისით დაყოფა, მაგალითად self-conscious, ნაგულისხმები შრიფტის მითითება - Arial 10, და ა.შ.
ენის შერჩევისა და მახასიათებლების მითითების შემდეგ არ დაგავიწყდეთ პარამეტრების შენახვა..