დედნის ტექსტის საჩვენებლად ორმაგად დაწკაპეთ სასურველ სტრიქონზე. ამ შემთხვევაში დაწკაპულია ყვითლად გამოყოფილი სტრიქონი კონტექსტით wherefore art thou Romeo.
ან დააჭირეთ კლავიშს F8 და სტრიქონების სიმაღლე გაიზრდება:
ასევე, შეგიძლათ კონტექსტის ამსახველი უჯრის გაფართოება სიმაღლესა და სიგანეში: მიიტანეთ კურსორი ნომრების გამყოფთან მარცხენა სვეტში ვიდრე იგი ფორმას შეიცვლის:
და დაჭერილი ღილაკით ჩამოწიეთ ქვემოთ.
სიგანეში შეცვლა შეგიძლიათ კურსორის მიტანით კონტექსტის სვეტის ზედა მარჯვენა საზღვართან, მისი დაწკაპვითა და მისი გადაწევით.