როცა მართვის პულტზე აჭერთ ღილაკს Concord, გაიხსნება ახალი სარკმელი და იგი Windows ამოცანათა პანელზე აისახება.
ახლა უკვე კონკორდანსის სარკმელში ზედა მენიუდან შეარჩიეთ File | New.
თუ ტექსტის ფაილ(ებ)ი არ შეგირჩევიათ, პროგრამა თავად მოგთხოვთ ამის გაკეთებას. დააჭირეთ ღილაკს Choose Texts Now
ტექსტების შერჩევის შემდეგ შიტანეთ სასურველი საძიებო სიტყვა:
ამ შემთხვევაში საძიებო სიტყვად შერჩეულია wherefore და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK.
კონკორდანსი გამოიტანს ყველა კონტექსტს სიტყვაფორმით "wherefore", რომელიც გამოყოფილია პუნქტუაციის ნიშნებით ანდა შორისებით თავსა და ბოლოში.