ტექსტების ფაილების შესარჩევად იმ ხელსაწყოს მენიუდან რომლითაც სარგებლობთ დაწკაპეთ File | New
გადახვალთ სარკმელზე ღილაკით, რომლითაც ტექსტ(ებ)ის შერჩევას შეძლებთ.
ღილაკზე Choose Texts დაჭერა ახალ სარკმელზე გადაგიყვანთ. ქვემოთ მოტანილია ნიმუში:
მარცხნივ ფაილების სტანდარტული ნუსხაა, მარჯვნივ - არე უკვე შერჩეული ფაილებისთვის.
დაწკაპეთ ზედა მარჯვენა ღილაკი () სასურველი ფაილების დასტების მოსაძიებლად. გესაჭიროებათ ტექსტური (.txt) ტიპის ფაილები.
დაწკაპეთ ღილაკი ორი პატარა ისრით ან გადაათრიეთ შერჩეული ფაილები მარცხნიდან მარჯვნივ. უნდა მიიღოთ რაღაც ამის მსგავსი:
ეკრანის ამ ზედა ანაბეჭდზე WordSmith პროგრამა აჩვენებს (სტატუსის პანელში, ზემოთ), რომ შერჩეულია 6 ტექსტური ფაილი კონკორდანსისთვის (იხილეთ Concord ზედა პანელის მეორე სტრიქონში).
დაწკაპეთ ზედა მარჯვენა მწვანე ღილაკი ან უბრალოდ დახურეთ სარკმელი.